სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სოფელ შინდისში, ფიზიკური პირის კუთვნილ ობიექტზე, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით. სანიტარული-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა. შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.