საერთო წინააღმდეგობის ფრონტი, მჭიდრო კოორდინაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან და აქციის მონაწილეებთან - ასეთია სამოქმედო გეგმის რამდენიმე პუნქტი, რომელიც სალომე ზურაბიშილმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. ნაციონალურ მოძრაობაში არ მალავენ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან უფრო მეტს, მათ შორის შემდეგი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას ელოდებონენ. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები კვლავ ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გზავნილებს ეხმაურებიან “ქართულ ოცნებაშიც”. უმრავლესობის ლიდერების შეფასებით, ზურაბიშვილმა გაუგებარი ინიციატივები გააჟღრა.