„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, პარტიების აკრძალვის საკითხის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა უწესდება. „ქართული ოცნების“ განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და, როგორც თავად ამბობენ, მისი სატელიტი პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შევა. ოპოზიციაში კი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას რეპრესიების გაგრძელებად აფასებენ - ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაა.