რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. - აღნიშნული დოკუმენტი 2025 წლის პირველი აპრილიდან 15 ივლისამდე რუსეთში 18-დან 30 წლამდე ასაკის 160 000 მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევას ითვალისწინებს. წინა წლებთან შედარებით წვევამდელების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა. ამ ფაქტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ევროპა პუტინისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გასაწევად უნდა მოემზადოს.