სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ საზოგადოებასა და ოპოზიციას საკუთარი მიზნების მისაღწევად, მუდმივ პროტესტთან ერთად, ე.წ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით უნდა შეიქმნას. მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, პროევროპულმა ძალებმა უნდა გაიზიარონ პროტესტის ორი მთავარი მიზანი - „დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“ და „გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული პირები“. მე-5 პრეზიდენტის გზავნილები პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოების ნაწილისთვის და პოლიტიკოსებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.