კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. სავარაუდოდ, აღნიშნულ კანონში ამ ცვლილებას პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. აღნიშნული კანონის ამ სახით ამოქმედებას მაუწყებლებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვა მოჰყვება, რომელიც ასევე სოციალურ რეკლამებსაც შეეხება. უფრო დეტალურად რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.