BBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცას, მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 8 მილიონი ამერიკული დოლარი სასწრაფოდ ესაჭიროება. მიანმარის სამხედრო ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 1 700 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პარასკევს მოხდა.