ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამიმ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის მზადაა, რომ მიაღწიოს შეთანხმებას რომელიც მძევლების გათავისუფლებას შეეხება. ნეთანიაჰუმ „ჰამასზე“ განხორციელებულ სამხედრო ზეწოლას ეფექტური საშუალება უწოდა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული ზეწოლა „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს ანადგურებს და მძევლების გასათავისუფლებლად პირობებს ქმნის. მისივე თქმით, საერთაშორისო და საშინაო დონეზე ზეწოლის ქვეშ მყოფმა „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს, რის საფუძველზეც მის ლიდერებს, ტერიტორიის დატოვების უფლება მიეცემათ. “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ “ჰამასი” დათანხმდა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო.