სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი კვლავ თავს ესხმის უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სისასტიკე ყოველდღიურად აჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს პუტინი დიპლომატიას. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მის ქვეყანას საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება და ამისათვის ყველა პარტნიორთან თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შედგება, ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს ნავთობზე მეორად სანქციებს დაუწესებს. ტრამპი უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ზელენსკის ხელახალი მოლაპარაკებები არ სურს, ის სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. კიდევ რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები და როგორ ვითარდება მოვლენები სამშვიდობო მოლაპარაკებების გარშემო.