მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ინვესტიციებსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავალში ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ საქართველოში ფრენებს იწყებენ. ამასთანავე, პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული და, როგორც ამას პრემიერი ამტკიცებს, ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც საზოგადოება უნდა გაუფრთხილდეს. კიდევ რაზე ისაუბრეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.