შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული, მიმდინარე წლის 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და იგი თბილისში დააკავეს.
აღნიშნული დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.