დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური შეთანხმების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები ჩაატარეს. ქვეყნების ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას შესაძლო ეკონომიკური შეთანხმება განიხილეს და აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გაგრძელდება. ამავე ინფორმაციით, უკრაინაზე განხილვისას ბრიტანეთის პრემიერმა შტატების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია პროდუქტიული დისკუსიების შესახებ, რომლებიც მიმდინარე კვირაში პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გაიმართა. ლიდერები პუტინზე კოლექტიური ზეწოლის შენარჩუნების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.