NBC - ტრამპის განცხადებით, „ძალიან გაბრაზებულია“ პუტინზე და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს - Palitra News

NBC - ტრამპის განცხადებით, „ძალიან გაბრაზებულია“ პუტინზე და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს

2025-03-30 20:24:34+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინზე „ძალიან გაბრაზებულია“, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა. ტრამპის სიტყვებს NBC -ის წამყვანი ციტირებს.

„თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია - რაც შეიძლება ასე არ იყოს… მაგრამ თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, სრულ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის“, - განაცხადა ტრამპმა კვირას NBC News-თან სატელეფონო საუბრისას.

მისი თქმით, იქნება 25-დან 50 პროცენტამდე ტარიფი.

”ეს იქნება ის, რომ თუ თქვენ იყიდით ნავთობს რუსეთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებში”, - განაცხადა ტრამპმა