რუსეთის იერიშს ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება - ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ომის გაჭიანურებითა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებით მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის. უკრაინის ლიდერი გამოსავალს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს და განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ამერიკას, ევროპასა და მსოფლიოს იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებსაც ეფექტური დიპლომატია რეალურად სურთ.