აშშ-ის დაინტერესება და დონალდ ტრამპის მორიგი კრიტიკა გრენლანდიის მიმართ - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა გლობალური უსაფრთხოებისთვის გრენლანდიას უნდა ფლობდეს. ტრამპის მტკიცებით, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება არამხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობის გარანტია იქნება. მის აზრს იზიარებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. ის აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ გახდება, რადგან მისივე თქმით, თვითგამორკვევის გზით გრენლანდიელები დანიისგან დამოუკიდებლობას აირჩევენ, შემდეგ კი შეერთებული შტატები გრენლანდიელ ხალხთან შემოერთების საკითხზე საუბარს დაიწყებს. პარალელურად, კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი კანადის სუვერენიტეტს პატივს სცემდა და მათ შორის კონსტრუქციული საუბარი შედგა.