მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს - არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 2375-ს აღემატება. მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია შენობები, ხიდები და ავტომაგისტრალები. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.