აქციის მორიგი დღე და დაკავებები რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა - Palitra News

აქციის მორიგი დღე და დაკავებები რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა

2025-03-29 12:58:06+04:00

აქციის მორიგი დღე და დაკავებები რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა შორისაა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია. ის პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულ პირები სხვადასხვა მუხლის დარღვევას ედავებიან. კერძოდ, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და გზის გადაკეტვას. პროტესტი ქართული ოცნების მიერ შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომას მოჰყვა, რომელზეც დეპუტატები 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებენ. შეკრებილები ფიქრობენ რომ კომისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბისადმი დაღუპული მეომრების ხსოვნას შეურაცხყოფს და რუსეთის პროპაგანდის წახალისებას ემსახურება. შეკრებილმა მომიტინგეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს საკუთარი დღის წესრიგი შეცვალონ და დანიშნონ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.