ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში მიიჩნევენ, რომ „MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ერთობლივ განცხადებაში ისინი მზადყონას გამოთქვამენ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთად იმუშაონ აღნიშნული კანონპროექტის წინ წასაწევად. აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებით ამბობენ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ქართული ოცნების ანტიდასავლურ ნაბიჯებს არ შეეგუება. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმ ორპარტიულ მხარდაჭერაზე, რომელიც კონგრესში მეგობარ აქტს გააჩნია. ქართული ოცნებაში მიიჩნევენ, რომ მეგობარი აქტი ლობისტური ჯგუფისა და დიფ სთეითის წარმომადგენების მიერ არის შემუშავებული.