რუსეთის მორიგი იერიში უკრაინას - ქალაქ დნიპროზე შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა - Palitra News

რუსეთის მორიგი იერიში უკრაინას - ქალაქ დნიპროზე შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა

2025-03-29 12:56:19+04:00

რუსეთის მორიგი იერიში უკრაინას - ქალაქ დნიპროზე შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსსა და კერძო სახლებს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა, ასევე, მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა. რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონით განახორციელეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.