“ჰამასის“ ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განახლებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ბოლო 10 დღეში 896 ადამიანი დაიღუპა. - ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიშები 18 მარტს, მას შემდეგ განაახლა, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის გასახანგრძლივებლად მოლაპარაკებების გაგრძელება ვერ შეძლეს. ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის გახანგრძლივებას და ამ ფაზაში ყველა მძევლის გათავისუფლებას მოითხოვდა. “ჰამასი“ კი მეორე ფაზისთვის მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდა, რომლის ფარგლებშიც ისრაელს ღაზის სექტორიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი უნდა დაეწყო და დარჩენილ მძევლებს მხოლოდ ამის შემდეგ დაიბრუნებდა.