მიანმარში მიწისძვრის შედეგად 1000ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. - არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 2370-ს აღემატება. მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7, ხოლო მეორეს - 6.4 მაგნიტუდა იყო. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია შენობები, ხიდები და ავტომაგისტრალები. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.