მზადება 31 მარტის აქციისთვის გრძელდება. ოპოზიციური პარტიები ადასტურებენ ინფორმაციას რომ ორშაბათს მოქალაქეები ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთობლივ ხედვას მოისმენენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საერთო გზავნილებზე მუშაობა და ცალკეულ პუნქტებზე შეთანხმება ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიციური ძალები სალომე ზურაბიშვილთან ერთად მასშტაბურ აქციას სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს გამართავენ. ქარულ ოცნების ლიდერები კი მიიჩნებენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური რესურსი ამოწურა.