თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევენ ძლიერი საქართველოს წევრები. ეკა გიორგობიანი და თორნიკე ართქმელაძე გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ჩაიბარეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მის დაბარებას ეხებოდა. აქვე გეტყვით, რომ გუშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. პარლამენტის შენობასთან პროტესტის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბნენ.