"MEGOBARI" აქტს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ფაქტი საქართველოს გარდა არც ბრიუსელში გამორჩენიათ, ევროკომისიის პრესპიკერი აცხადებს, რომ საკითხს ყურადღებას უთმობენ. საქართველოში კი ოპოზიციური ფლანგი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ამერიკული მხარის მხრიდან ახალ სანქციებს ელოდება. კვლავ კრიტიკულია მმართველი გუნდი უმრავლესობის ლიდერების შეფასებით კი „MEGOBARI აქტს“ ქართველი ხალხის ინტერესთან საერთო არაფერი აქვს და ლობისტური ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი არაფერს ნიშნავს.