"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სხდომა და პარლამენტის შენობასთან პროტესტის ნიშნად შეკრებილი მოქალაქეები. საკანონდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. დღეს სიტუაცია გამწვავდა პარლამენტის შიგნითაც, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა ყურაშვილის გამოკითხვის პროცესი ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა, გენერალსა და კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ კომისიის წევრების კითხვებს დღეს ასევე პასუხობდნენ გიორგი ხაინდრავა, გიორგი ვოლსკი და ირაკლი ბათიაშვილი.