შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო კულტივირებისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.