ირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი - Palitra News

ირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი

2025-03-28 12:44:13+04:00

ირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი. აღნიშნულ წერილში კი ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არის შეთავაზებული. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ არ აპირებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს, სანამ ქვეყანა სამხედრო საფრთხეებს და ზეწოლას ექვემდებარება და რომ მხოლოდ ირიბი მოლაპარაკებები შეუძლიათ. ტრამპის წერილში, რომელიც ირანს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადასცა, აღნიშნულია, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევად ორთვიანი ვადა აქვს.