ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოდის - როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში და რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები - Palitra News

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოდის - როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში და რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები

2025-03-28 12:42:09+04:00

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს გზას გაუხსნის. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინის მთავარი მიზანი აშშ-სა და ევროპის დაყოფაა. უკრაინული მხარე ასევე აცხადებს, რომ ახლა მათი უსაფრთხოების ზომების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო ვრცლად, როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში და რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები.