პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-7 სხდომა გრძელდება - როგორ მიმდინარეობს კომისიის მორიგი სხდომა - Palitra News

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-7 სხდომა გრძელდება - როგორ მიმდინარეობს კომისიის მორიგი სხდომა

2025-03-28 12:39:29+04:00

დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-7 სხდომა გრძელდება. უკვე თითქმის 2 საათის განმავლობაში კომისიის წევრები გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენენ. კითხვების დასმის დროს ყურაშვილსა და კომისიის წევრებს შორის საკმაოდ ცხარე კამათი მოხდა. მამუკა ყურაშვილის გარდა, დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიბარეს გოგა ხაინდრავა, გია ვოლდკი და ირაკლი ბათიაშვილი. რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს მამუკა ყურაშვილთან და როგორ მიმდინარეობს კომისიის მორიგი სხდომა.