კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მისი ქვეყნის ძველი ურთიერთობა დასრულდა - Palitra News

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მისი ქვეყნის ძველი ურთიერთობა დასრულდა

2025-03-28 09:41:45+04:00

კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მისი ქვეყნის ძველი ურთიერთობა დასრულდა. კანადის პრემიერის შეფასებით, ეს ეხებოდა რომელიც ეკონომიკის ინტეგრაციის გაღრმავებაზე, უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული. BBC-ის ცნობით, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ კარნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანადელებმა ფუნდამენტურად უნდა გადახედონ ეკონომიკას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტარიფების ფონზე. მისივე თქმით, კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებით უპასუხებს, რაც შეერთებულ შტატებზე მაქსიმალურ გავლენას მოახდენს. აქამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და სატრანსპორტო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.