რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში გამიზნულად შეუტიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოსკოვი ცინიკურად იტყუება, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს და ამავდროულად აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს. ამავე განცხადების თანახმად, ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულებს ყოველდღიურად სჩადიან, რაც დოკუმენტური სახით აღირიცხება და შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეცემა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთს საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს.