ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, მისი ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას - Palitra News

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, მისი ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

2025-03-28 09:38:46+04:00

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, მისი ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას. როგორც პუტინი ამტკიცებს, რუსეთი იმის მომხრეა, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს იმ მთავარი მიზეზების აღმოფხვრით, რამაც არსებული მდგომარეობა გამოიწვია. მისივე განცხადებით, აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოება ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით გამყარდეს. ამასთან, კრემლის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპს უკრაინაში კონფლიქტის დამთავრება გულწრფელად სურს.