“ქართული ოცნების” ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ინიციატივას ოპოზიციაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, ეს განცხადება მხოლოდ “ქართული ოცნების” არასერიოზულობას უსვამს ხაზს. მათივე თქმით, ეს რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ საფეხურია, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის შეიმუშავა. როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ამ პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების მყარი სამართლებრივი საფუძველი.