აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა. ამასთან, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის "მკაფიო მესიჯი". სენატორი შაჰინის განცხადებით, "მეგობარი აქტი" ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც "მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ". სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.