"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი დაიკითხა. მას ადვოკატები ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. ერთის მხრივ საქმეში ბრალდებულს პოლიციის მაღალჩინოსანზე თავდასხმას ედავებიან, მეორეს მხრივ, თავად ბრალდებული ჩივის სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო არაადამიანულ მოპყრობაზე.