უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხზე მსჯელობა გრძელდება. მსოფლიოს ქვეყნის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულების პერსპექტივას აფასებენ. ომში მყოფი უკრაინის მდგომარეობას ევროპელი ლიდერები განიხილავენ სპეციალური სამიტზე საფრანგეთში, სადაც სპეციალური მიწვევით ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა. ლიდერები ერთი მთავარი მიზნის - რუსეთის აგრესიის შეჩერების გარშემო ერთიანდებიან და მზადყოფნას გამოთქვამენ უკრაინის დასახმარებლად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან. პარალელურად, რუსეთის ფედერაციის მიერ დონალდ ტრამპისთვის წარდგენილი მოთხოვნების გადახედვას გეგმავს ამერიკა.