1. ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ზაზა გოგავას უსმენენ, რომელიც, 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. მასთან ერთად კომისიაზე დაბარებულია 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი. მანამდე კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს შალვა ჯანაშვილმა და ომის ვეტერანმა ლაშა ქოიავამ. მან დეტალურად გაიხსენა აგვისტოს ომის მოვლენები და , აღნიშნა, რომ 2008 წლის თებერვლის თვეში უკვე იცოდა საბრძოლო მოქმედებები გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო.