აშშ-ის სენატში დღეს მეგობარ აქტის განხილვა დაიწყება, დოკუმენტს 18 თანასპონსორი ჰყავს 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები - Palitra News

აშშ-ის სენატში დღეს მეგობარ აქტის განხილვა დაიწყება, დოკუმენტს 18 თანასპონსორი ჰყავს 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი - რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები

2025-03-27 15:50:25+04:00

აშშ-ის სენატში დღეს მეგობარ აქტის განხილვა დაიწყება. დოკუმენტს 18 თანასპონსორი ჰყავს 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი. მეგობარი აქტი, რამდენიმე დებულებას შეიცავს,მათ შორის საქართველოს მთავრობის ქმედებების შესწავლას და სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების საპასუხოდ კი , აქტი ასახავს აშშ-ის დახმარებას, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიმართულებით.