როგორ შეიცვალა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა და რამდენ ადამიანს აქვს ქვეყანაში 2400 ლარზე მაღალი ხელფასი? როგორც PMCG-ის ანგარიშში ვკითხულობ, მიმდინარე წლის თებერვალში, ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა წლიურად 1.6%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს ყოველთვიურად იღებდნენ, 966 305 შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის თებერვალში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის (343 ათასი ადამიანის) ყოველთვიური შემოსავალი 2400 ლარზე მეტი იყო. ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, 326 ათასი დასაქმებულის ხელფასი 1200 ლარიდან 2399-ლარამდეა. 600- დან 1199 ლარის ფარგლებში ხელფასი აქვს 192 ათას პირს, ხოლო 142 ათასი ადამიანის ყოველთვიური ხელფასი 600 ლარამდეა. ამავე კვლევის თანახმად, თებერვალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9 600 ლარს ან მეტ ყოველთვიურ ხელფასს იღებდნენ, ხელფასის მიმღებთან მხოლოდ 2.8%-ია. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მცირედით, 0.5%-ით არის გაზრდილი.