უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულების პერსპექტივა - ევროპელი ლიდერები სპეციალური სამიტის მოლოდინში არიან, სადაც ომში მყოფი უკრაინის მდგომარეობა დეტალურად განიხილება. ლიდერები ერთი მთავარი მიზნის - რუსეთის აგრესიის შეჩერების გარშემო ერთიანდებიან და აცხადებენ, რომ ომის მიმდინარეობის პროცესში უკრაინის დასახმარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ. სამიტს საფრანგეთი მასპინძლობს, სადაც სპეციალური მიწვევით ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკიც - რა გზავნილები აქვთ ევროპელ ლიდერებს და რა განცხადებებს ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე.