„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროგრამა რომლის ფარგლებში სათემო ფორუმი გაიმართა - Palitra News

„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროგრამა რომლის ფარგლებში სათემო ფორუმი გაიმართა

2025-03-27 12:38:52+04:00

„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ფარგლებში სათემო ფორუმი გაიმართა. კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სათემო ფორუმის ფარგლებში დაჯილდოვდნენ გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებულები - 2 სათემო ორგანიზაცია, ათი სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი. პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება.