„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ფარგლებში სათემო ფორუმი გაიმართა. კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სათემო ფორუმის ფარგლებში დაჯილდოვდნენ გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებულები - 2 სათემო ორგანიზაცია, ათი სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი. პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება.