საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს - Palitra News

საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

2025-03-27 09:36:34+04:00

საფრანგეთი უკრაინას 2 მილიარდი ევროს მოცულობის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. - ემანუელ მაკრონის განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის დახმარების ახალი პაკეტი მათი სამხედროების პირველად საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ლიდერმა განმარტა, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები ახალი სამხედრო დახმარების ნაწილია, რომელიც კიევს უახლოეს მომავალში მიეწოდება. რაც შეეხება ევროპელ ლიდერებს, ისინი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით ჩასატარებელი სამიტისთვის ემზადებიან, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.