აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში განთავსებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზი დაათვალიერეს. ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ რთულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე. ასევე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.