„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს რიგით მეექვსე სხდომას გამართავს - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს რიგით მეექვსე სხდომას გამართავს

2025-03-27 09:34:46+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს რიგით მეექვსე სხდომას გამართავს. განსახილველი საკითხი კვლავ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. დილის 10 საათისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და შალვა ჯანაშვილს ელოდებიან. გუშინ კომისიის წევრები გამოკითხვაზე დაბარებულ 5 ყოფილ მაღალჩინოსანს თითქმის 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ. გუშინდელ სხდომაზევე დაანონსდა, რომ კომისიის კითხვებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც უპასუხებს, თუმცა კონკრეტულად როდის ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. ოპოზიციის განცხადებით მმართველ პარტიას 12 წელი ქონდა იმ დანაშაულების გამოსაძიებლად რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნოს, მათივე თქმით ოპიზიციური პარტიების ლიდერების კომისიის სხდომაზე დაბარება მიზანმიმართულ რეპრესიებს ემსახურება. ოპოიზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების ნაწილი 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობაში იყო, რაც მათივე შეფასებით კომისიის ადეკვატურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.