„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის რიგით მეხუთე სხდომა დასრულებულია. კომისიის წევრები გამოკითხვაზე დაბარებულ 5 ყოფილ მაღალჩინოსანს თითქმის 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ. სკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადებულა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. დღევანდელ სხდომაზევე დაანონსდა, რომ კომისიის კითხვებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც უპასუხებს, თუმცა კონკრეტულად როდის ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. დღევანდელი განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. რა კითხვები ჰქონდათ კომისიის წევრებს და რა ინფორმაცია მიაწოდეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დროებით საგამოძიებო კომისიას.