კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები არ გამორიცხავენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააპატიმრონ. პოლიტიკური გუნდის შიგნით ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას მიმართა, რადგან საგამოძიებო კომისისთან თანამშრომლობაზე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უარი განაცხადეს. კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტებს ებრძვის. კუპრაძის თქმით, შეუძლებელია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია და საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხეშია.