სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

2025-03-26 12:21:21+04:00

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31- მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს უნდა გაგხდეს ცნობილი თუ რა გეგმა აქვთ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას. ქართული ოცნების ოპონენტები საერთო მიზნების გარშემო კოორდინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად გარე დირექტივებით მოქმედებს.