სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31- მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს უნდა გაგხდეს ცნობილი თუ რა გეგმა აქვთ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას. ქართული ოცნების ოპონენტები საერთო მიზნების გარშემო კოორდინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად გარე დირექტივებით მოქმედებს.