ბალტიის რეგიონში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გრძელდება. ლიეტუვის შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამჯერად ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან. ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს. განსახილველი საკითხებია საქართველოში არსებული ვითარება და ქართული ოპოზიციური ფლანგის მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე.